მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგანი "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოდის. შეიქმნა შესაბამისი სახელმძღვანელო და შსს აკადემიის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ახალი საგნის მასწავლებელთა გადამზადება. 24 აგვისტოს, 11 საათზე, უკვე დატრენინგებულ ორას პედაგოგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე სერტიფიკატებს გადასცემენ.
წყარო: www.mes.gov.ge