რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაპარასკევი, 29.03.24, 1:59 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | ბლოგი | რეგისტრაცია | შესვლა
ნავიგაცია

ძებნა

კატეგორიები
დირექციის ბლოგი [12]
მოსწავლეთა ბლოგი [0]
ადმინისტრატორის ბლოგი [11]
ქართული ენის კათედრა [0]
მატემატიკის კათედრა [0]
უცხო ენების კათედრა [0]
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა [0]
დაწყებითი კლასების კათედრა [0]
ესთეტიკის კათედრა [0]
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა [0]

შესვლის ფორმა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge

მთავარი » 2011 » მაისი » 14 » ფიზიკაში კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
7:22 PM
ფიზიკაში კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ კონკურსის „ფიზიკა ყველგან და ყოველთვის" გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი კონკურსი სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი თბილისის №63-ე საჯარო სკოლა იყო.

კონკურსი „ფიზიკა ყველგან და ყოველთვის" ოთხი მიმართულებით ჩატარდა (ფიზიკა ჩვენს ირგვლივ; ფიზიკა ჩემს მომავალ პროფესიაში; ფიზიკა ხელოვნებაში; ფიზიკა - ეკოლოგია) და მიზნად ისახავდა მეცნიერებათა მიღწევების გაცნობას და მათ დაკავშირებას ყოველდღიურობასთან, მომავალ პროფესიასთან, იმ გამოცდილების შეძენასთან, რომელიც მოსწავლეებს ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოადგებათ. ასევე, მოსწავლეებში კვლევის, სამყაროსა და გარემოს შესწავლის, მისი დაცვის ჩვევების გამომუშავებას.

კონკურსში საქართველოს 237 სკოლიდან 400-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი იყო 310 საკონკურსო თემა. ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი მეცნიერები და №63 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგები შედიოდნენ, 12 საუკეთესო ნაშრომი შეირჩა.

გამარჯვებული პროექტის ავტორს, ქ. რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, რობა მახარაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა. დასკვნითი ტურის ყველა მონაწილე კი, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, მათ შორისაა ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე, ნანა კილაძე.









კატეგორია: დირექციის ბლოგი | ნანახია: 993 | დაამატა: Robi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
რეკლამა

კონკურსი ფიზიკაში

ი მ ფ 2010

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

გამოკითხვა
რომელი გამოცდის გეშინიათ ყველაზე მეტად?

სულ პასუხი: 662


School N 25 Of Rustavi © 2024