რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაპარასკევი, 26.04.24, 1:57 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | ბლოგი | რეგისტრაცია | შესვლა
ნავიგაცია

ძებნა

კატეგორიები
დირექციის ბლოგი [12]
მოსწავლეთა ბლოგი [0]
ადმინისტრატორის ბლოგი [11]
ქართული ენის კათედრა [0]
მატემატიკის კათედრა [0]
უცხო ენების კათედრა [0]
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა [0]
დაწყებითი კლასების კათედრა [0]
ესთეტიკის კათედრა [0]
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა [0]

შესვლის ფორმა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge

მთავარი » 2012 » მაისი » 16 » საატესტატო გამოცდები 2012
7:28 AM
საატესტატო გამოცდები 2012
მოსწავლეებო, წაიკითხეთ ინსტრუქცია!

სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს მაისში რვა დღის განმავლობაში:

- 21 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა;
- 22 მაისი - უცხოური ენა;
- 23 მაისი - ისტორია;
- 24 მაისი - გეოგრაფია;
- 25 მაისი - ფიზიკა;
- 28 მაისი - ქიმია;
- 29 მაისი - ბიოლოგია;
- 30 მაისი – მათემატიკა.

- სკოლაში უნდა გამოცხადდეთ თქვენს მოსაწვევში მითითებულ დროს და თან იქონიოთ მოსაწვევი და 
პირადობის მოწმობა.  
- სკოლის გამოსაშვები გამოცდების დროს თქვენ:
1. უფლება გაქვთ თან იქონიოთ:

ა) წყალი (პოლიეთილენის ბოთლი);
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები.

2. ვალდებული ხართ:
- დროულად გამოცხადდეთ გამოცდაზე;
- დაიცვათ წესრიგი;
- შეასრულოთ მეთვალყურის მითითებები;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელის აწევით მიმართოთ მეთვალყურეს;
- თან იქონიოთ:
        ა) მოსაწვევი და პირადობის მოწმობა; 
           ბ) მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის გამოცდაზე კალამი.

თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას  დამხმარე მასალის,  გადალაპარაკების,  დახმარების გაწევის ან მიღების, 
სამუშაო ადგილის,  მითითების გარეშე მუშაობის დაწყების,  მობილური ტელეფონის,  პეიჯერის ან სხვა
ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის,   წესრიგის უხეში დარღვევის,  საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში,  რაც მითითებული იქნება საგამოცდო უწყისში. ამ დარღვევების განმეორების შემთხვევაში თქვენ მოიხსნებით გამოცდიდან, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით.პირველადი რეგისტრაციის დროს უნდა დატოვოთ მობილური ტელეფონი, რვეული და ის ნივთები, რომელთა შეტანა გამოცდაზე აკრძალულია. შემდეგ შეხვალთ საგამოცდო სექტორში. საგამოცდო სექტორში მეთვალყურე მიგაცილებთ თქვენს სამუშაო მაგიდასთან.

მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის გამოცდებზე დაგირიგდებათ ფურცლები, რომლებზეც
უნდა დააწეროთ თქვენი სახელი და გვარი.  ამ ფურცელზე თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ.  გამოცდის
დასრულების შემდეგ ეს ფურცელი დაუზიანებლად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს;
- ქიმიის გამოცდაზე დაგირიგდებათ ქიმიურ ელემენტთა ცხრილი,  რომელიც გამოცდის დასრულების
შემდეგ დაუზიანებლად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს;
- გეოგრაფიის გამოცდაზე დაგირიგდებათ მსოფლიოსა და საქართველოს ფიზიკური რუკა,  რომელიც
გამოცდის დასრულების შემდეგ დაუზიანებლად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს.


მეთვალყურის მითითების შემთხვევაში უნდა აკრიფოთ თქვენი პირადი ნომერი (თერთმეტნიშნა ციფრი), 
რომლის აკრეფის შემდეგ დაიწერება თქვენი სახელი და გვარი.  მეთვალყურე გადაამოწმებს თქვენს სახელს, გვარს და პირად ნომერს და გარკვეული პროცედურების შემდეგ მოგცემთ მითითებას მუშაობის დაწყების თაობაზე.

დავალებას აქვს რამდენიმე სავარაუდო პასუხი. თქვენ უნდა მონიშნოთ ერთი პასუხი, რომლის შემდგომ
უნდა დააჭიროთ ხელი ,,დადასტურებ" -ის ღილაკს. 
ყველა გამოცდაზე გამოყოფილია მაქსიმუმ ერთი  საათი  და  40  წუთი.  თითოეულ დავალებაზე
გამოყოფილია დაახლოებით 2  წუთი,  ამასთან,  ამ დროს ემატება დროის რეზერვი - 10  წუთი (კომპიუტერის ეკრანზე არის ტაიმერის აღმნიშვნელი სიმბოლო – ნაცრისფერი ხაზი,  რომლითაც თქვენ იღებთ დროის რეზერვის შესახებ ინფორმაციას). დროის რეზერვი ივსება, თუ თქვენ ერთ დავალებაზე გამოიყენებთ 2 წუთზე ნაკლებ დროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთ დავალებაზე იყენებთ 2 წუთზე მეტს, დროის რეზერვი იკლებს. დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეული დავალება მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში რჩება ეკრანზე,  თუკი თქვენ ამ დროის განმავლობაში არ მონიშნავთ პასუხს,  ეს დავალება ავტომატურად გაქრება ეკრანიდან (გაქრობამდე 12  წამით ადრე პროგრამა საგანგებოდ შეგატყობინებთ,  რომ დავალებისათვის განკუთვნილი დრო იწურება)  და პროგრამა შემოგთავაზებთ ახალ დავალებას (წინა დავალება ჩაითვლება პასუხგაუცემლად).  იმ შემთხვევაში,  თუ თქვენ 2  წუთზე ნაკლები დრო დაგჭირდათ პასუხის გასაცემად, პასუხის მონიშვნის შემდეგ დააჭირეთ ხელი ,,დადასტურებ''-ის ღილაკს,  რის შემდეგაც პროგრამა გადავა შემდეგ დავალებაზე. კომპიუტერულმა პროგრამამ შესაძლებელია ერთ საათსა და 40 წუთზე ადრე დაასრულოს გამოცდა. აღნიშნული დამოკიდებულია თქვენ მიერ გაცემულ პასუხებზე.  სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწერება თქვენი შეფასება.  თქვენი შეფასება უნდა დააფიქსიროს მეთვალყურემ და შეიტანოს შესაბამის უწყისში. თქვენს შეფასებას და გამოცდის დასრულებას ადასტურებთ უწყისში ხელმოწერით. საგამოცდო პროცესი ამით სრულდება.
კატეგორია: დირექციის ბლოგი | ნანახია: 1247 | დაამატა: Robi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
რეკლამა

კონკურსი ფიზიკაში

ი მ ფ 2010

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

გამოკითხვა
კმაყოფილი ხართ პრეტესტის შედეგებით?
სულ პასუხი: 419


School N 25 Of Rustavi © 2024