თეა ტაბატაძე
1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.
1993-1996 წლებში სწავლობდა თსუ-ს მეორად ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის განხრით.
1997-2007 წლებში იყო ქ. რუსთავის #25 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
2007 წლიდან არის
ქ. რუსთავის #25 საჯარო სკოლის დირექტორი.
2002 წელს ამერიკული საბჭოების გაცვლით პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა აშშ-ში სტაჟირებაზე.
2004-2005 წლებში იყო FATP პროგრამის ტრენერი.
2006-2007 წლებში თავისუფლების ინსტიტუტის ტრენერი.
არის ამერიკის შესწავლის საკითხებისა და განათლების საკითხებზე რამოდენიმე სტატიის ავტორი.