ქ. რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა - სკოლის ისტორია
რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაშაბათი, 10.12.16, 7:32 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | სკოლის ისტორია | რეგისტრაცია | შესვლა
ნავიგაცია

ძებნა

შესვლის ფორმა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge

   გვესაუბრება რუსთავის 25-ე სკოლის პირველი დირექტორი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნოშრევან ჯამრიშვილი (სკოლის 20 წლის იუბილეზე წარმოთქმული სიტყვა):

  საოცრად სწრაფად გაირბინა ოცმა წელმა. 1980 წლის 9 აპრილი ახალი ჩავლილი იყო, როცა პარტიის ქალაქკომში დამიბარეს და ერთ-ერთი სკოლის დირექტორობა შემომთავაზეს. მაშინ 142-ე პროფტექნსასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგედ ვმუშაობდი.
  25 ივნისს სასწავლებლის მასწავლებლები შვებულებაში გავუშვით და იმავე დღეს დაიწერა ბრძანება ჩემი, მშენებარე 25-ე სკოლის დირექტორად დანიშვნის შესახებ. ქალაქში ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ეს ამბავი მოულოდნელი იყო. იმ დროს სკოლის მე-2 სართულის მშენებლობა მიმდინარეობდა და ჩემ თვალწინ ძალიან სწრაფად აშენდა შენობა. ოქტომბერში სწავლა დაიწყო. მეც თანდათანობით ვსწავლობდი ხელმძღვანელობას. გადიოდა წლები და ყალიბდებოდა მეგობრული, მტკიცე კოლექტივი. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ძალიან მძიმე წლები - დაბალი ხელფასები, ყაჩაღობა, სიცივე, უსინათლობა, უტრანსპორტობა, - ყველაფერს გავუძელით.
  ამ წლების განმავლობაში კოლექტივი მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის იმარჯვებდნენ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და სხვადასხვა კონკურსებში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული "ნორჩ იურისტთა" რესპუბლიკური კონკურსი, სადაც ჩვენი სკოლის ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა აბსოლიტური შედეგით - 25-დან 25 ქულა აიღო.
   1996 წელს კიდევ ერთი პრობლემა, პედაგოგთა შემცირების საფრთხე, დაატყდა თავს განათლების სისტემას. ჩვენი სკოლის 20-ზე მეტ მასწავლებელს უმუშევრობა დაემუქრა. ბევრი ფიქრის და კონსულტაციების შემდეგ ჩვენი სკოლა გადავაკეთეთ საფეხბურთოდ, სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი 250 მოსწავლით გაიზარდა და მასწავლებლებიც უმუშევრობას გადაურჩნენ. 2000 წელს აღნიშნული სკოლა, დაუფინანსებლობის გამო, კვლავ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლად გადაკეთდა.
   გადიოდა წლები, ბევრი რამ ვისწავლე. წლებთან ერთად გამოცდილებაც მატულობდა, ამ ხნის განმავლობაში ბევრი სიყვარულიც ვნახე და უმადურობაც, და მაინც ჩემთვის ყველაზე დიდი საზღვაურია იმ ბავშვების, ახლა უკვე ზრდასრული ადამიანების სიყვარული, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდები.
   დღეს რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ვფიქრობ, ზოგ რამეს შევცვლიდი, მაგრამ ძირითადად ისევ იმავეს გავიმეორებდი - მასწავლებლობა განუკურნებელ სენს ჰგავს, თუ ერთხელ შეგეყარა, მისგან განთავისუფლება ძალიან ძნელია. ეს სენი გამუდმებით სკოლისკენ გაწევაა.
    ყველას ვულოცავ სკოლის 20 წლის იუბილეს, სულ წარმატებებით გევლოთ, ოცდამეხუთელებო!


კონკურსი ფიზიკაში

ი მ ფ 2010

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

გამოკითხვა
კმაყოფილი ხართ პრეტესტის შედეგებით?
სულ პასუხი: 418


School N 25 Of Rustavi © 2016